weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

რაც აუშენებია ნაციონალურ მოძრაობას, მარტო მე ვაშენებ დღეს – ივანიშვილი

00:11 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018
ფოტო: RFE / RF ფოტო: RFE / RF

„ორჯერ მეტს ვაშენებთ ყველაფერს. რაც აუშენებია „ნაციონალურ მოძრაობას“, მარტო მე ვაშენებ დღეს - გზები, ხიდები, რაც გინდათ დაასახელეთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ლიდერია.

„არის თუ არა ესეთი ტრაგიკული მდგომარეობა დღეს საქართველოში, გნებავთ კორუფციასთან და გნებავთ ეკონომიკასთან მიმართებაში. მინიმუმ 2-ჯერ არის გაზრდილი ტემპი ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკაში. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოდელირებული იყო ყველა ტელევიზია, საზოგადოებაც შესმული ჰყავდათ ამაზე, რომ საოცარი აღმშენებლობის პროცესი მიდის. დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა მათი ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, განცდა, რომ საქართველოში კორუფციაა ძირითადად „რუსთავი 2“-დან „ლაგდება“.

„მე არ ვამბობ, რომ იდეალური მთავრობაა საქართველოში. იდეალური მთავრობა მსოფლიოში არსად არ არის. ვის დავუჯეროთ, „რუსთავი 2“–ს, თუ სტატისტიკას?!“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვა ყოფილი მინისტრების - დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის შესახებაც დაუსვეს, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა: „როგორც ვიცი, ქუმსიშვილი–ალავიძე პროკურატურაშიც იყვნენ დაძახებულები. ესე იგი, კითხვები აქვთ მათ მიმართ, ჯერ საბუთები არ გამოქვეყნებულა. არავითარი არგუმენტები არ გვაქვს. ეჭვები და მინიშნებები თუ არის, მაგას გამოძიება სჭირდება და მტკიცებულებები და არა „რუსთავი 2“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]